Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=588024&print=yes&view=jobs
 
საბაჟო ოპერაციების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაჟო ოპერაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: Pepsico
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

PepsiCo უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს საბაჟო ოპერაციების სპეციალისტის თანამდებობაზე ლოგისტიკის გუნდში.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა / ჰიბრიდული (40 სთ კვირაში)

ძირითადი მოვალეობები:

** საბაჟო ოპერაციების წარმართვა და ურთიერთობა მარეგულირებელ ორგანოებთან
** იმპორტისა და ექსპორტის ნაკადების ეფექტური განბაჟების კოორდინაცია პროდუქციის ყველა კატეგორიისათვის, ნედლეულისა და მასალებისთვის; სავაჭრო, საწარმოო და ლოგისტიკური აღჭურვილობისთვის.
** მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა სხვადასხვა იმპორტისა და ექსპორტის დოკუმენტების გაცემის, დამტკიცების ან დეკლარირებისთვის (ST1, ვეტერინარული სერთიფიკატები და ა.შ.)
** საბაჟო ოპერაციების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა (მაგ. ასიკუდა), გარე საბროკერო სამსახურებთან ურთიერთობა საბაჟო პროცედურების შესასრულებლად.
** საბაჟო დეკლარაციებისა და დოკუმენტების მომზადება და წარდგენა ფინანსურ დეპარტამენტთან.

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური/ეკონომიკური მიმართულებით
** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება საბაჟო ოპერაციების მიმართულებით
** საბაჟო კანონმდებლობისა და ექსპორტ-იმპორტის რეგულაციების ცოდნა
** ქართული ენა თავისუფლად, ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე
** MS Office პროგრამების ცოდნა, სასურველია 1С
** დეტალებზე ორიენტირებისა და ყურადღების უნარი
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტირების უნარი
** მოტივირებული, ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული და კომუნიკაბელური

რას გთავაზობთ?

** ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 1 ნოემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია