დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
Moore
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
|
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია "Moore Abc", რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე (http://www.moore-georgia.ge).
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" - წარმოდგენილია 114 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 4 მილიარდ აშშ დოლარს (http://www.moore-global.com).
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ ანაზღაურებას;
** უწყვეტ პროფესიულ ტრენინგებს;
** პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
** ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს ბუღალტრებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.
ძირითადი მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ელექტრონული ფორმით წარდგენა;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) ასახვა პროგრამაში;
** ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების/კრედიტორების კონტროლი;
** წერილობითი მოხსენების მომზადება კრიტიკულ საკითხებზე;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსურ სფეროში;
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** სასურველია ACCA სერტიფიკატი.
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერი".
|
|
|
|