Робота для біженців з України
კონკურსი საჯარო სკოლებისთვის მოხალისის მისაღებად - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი საჯარო სკოლებისთვის მოხალისის მისაღებად
მომწოდებელი: მშვიდობის კორპუსი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 04 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 587885_peace_corps_9057851.zip
"ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსი საქართველოში" იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის პროექტთან "განათლება და ზრდა ახალგაზრდებთან ერთად მომავლისკენ" თანამშრომლობისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ საჯარო სკოლებს საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან:

** კახეთი (ახმეტის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა)
** მცხეთა-მთიანეთი (სტეფანწმინდა და სტეფანწმინდის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა)
** შიდა ქართლი
** ქვემო ქართლი
** სამცხე ჯავახეთი
** აჭარა
** გურია
** იმერეთი
** სამეგრელო
** რაჭა-ლეჩხუმი
** სვანეთი


კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ იმ სოფლების და ქალაქების სკოლებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული-სასაზღვრო ზოლიდან ხუთ-კილომეტრიან მონაკვეთში მდებარეობენ.

დაინტერესების შემთხვევაში სკოლებს ვთხოვთ, გაეცნონ თანდართულ გზამკვლევს, შეავსონ მოხალისის მოთხოვნის ფორმა მასპინძელი ოჯახის განაცხადებთან ერთად და გაგზავნონ მშვიდობის კორპუსში ელექტრონული ფოსტით მისამართზე GE-education@peacecorps.gov

მოხალისის მოთხოვნის ფორმის მიღების საბოლოო ვადაა 2024 წლის 4 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ნინო ფიროსმანიშვილი
განათლება და ზრდა მომავლისთვის პროგრამის სპეციალისტი
+995 595 02 79 79
npirosmanishvili@peacecorps.gov

თათია რთველაძე
განათლება და ზრდა მომავლისთვის პროგრამის სპეციალისტი
+995 595 10 12 86
trtveladze@peacecorps.gov
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე