Робота для біженців з України
საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო Ibis Styles Old Tbilisi
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
"ibis Styles Old Tbilisi" Accor-ის ჯგუფის დიდი ოჯახის ახალი წევრია, რომელიც მდებარეობს თბილისის გულში, გარშემორტყმულია არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.

სასტუმროს აქვს 67 განსაკუთრებული, ქართული ანბანის თემატიკაზე აგებული დიზაინის ნომერი, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს სტუმრებზე.

სასტუმროს გახსნის თარიღია 2024 წლის ნოემბერი.

მისამართი: თბილისი, კოტე აფხაზის ქ. N 39

სასტუმრო "ibis Styles Old Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** საჭიროებისამებრ, ტრანსპორტირებას ღამის საათებში;
** ჩვენს ქსელურ ობიექტებზე კორპორაციულ ფასდაკლებას.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს საზოგადოებრივი ადგილების და პერიმეტრის დასუფთავება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** დასუფთავების დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;
** თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის, საწყობის, სასტუმროს ოფისების დასუფთავება (მათ შორის ხალიჩების შამპუნირება, ფარდების შეცვლა საჭიროებისამებრ, ფანჯრების გაწმენდა და ა.შ) სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** სასტუმროს ტერიტორიის სისუფთავის კონტროლი სამუშაო ცვლის პერიოდში;
** ნებისმიერი ხარვეზის ან გაუმართაობის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** უზრუნველყოს სასტუმროს უსაფრთხოების, ჰიგიენის და სანიტარული ნორმების დაცვა;
** "დაკარგული და ნაპოვნი" ნივთების პროცედურის შესაბამისად დასუფთავების დეპარტამენტში განთავსება;
** საჭიროების შემთხვევაში სამუშაოსთან მჭიდრო კავშირში მყოფი დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კარგი კომუნიკაციისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პოზიტიური, მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/СV შემდეგ ელ.მისამართზე: hb9k7-hr@accor.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც გსურთ თქვენი კანდიდატურის განხილვა

გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სასტუმრო "ibis Styles Old Tbilisi "-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-ში შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე