Робота для біженців з України
სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მაგთიკომი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
შპს "მაგთიკომის" მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება;
** ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტების, პროცედურების, ტარიფების და მიმდინარე დავალიანების შესახებ;
** მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაცნობა;
** მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, სათანადო ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების მიხედვით, ტექნიკურ ჯგუფთან გადამისამართება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან გამოცდილება მომსახურების სფეროში, მომხმარებელთან ურთიერთობის კუთხით;
** ცოდნა - ა) აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა; ბ) რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე თავისუფლად ფლობა.

უნარები/შესაძლებლობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიზის უნარი.

მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge ა.წ. 21 ოქტომბრის ჩათვლით.

Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე