Робота для біженців з України
განათლების ექსპერტი - გადუალურება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: განათლების ექსპერტი - გადუალურება
მომწოდებელი: მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 05 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
"მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაცია" აცხადებს კონკურსს განათლების ექსპერტის პოზიციაზე პროექტის ფარგლებში: "მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (დუო) ინსტიტუციური განვითარება", რომელიც ხორციელდება GIZ-ის მხარდაჭერით.

პროექტი ითვალისწინებს, მშენებლობისა და ინჟინერიის დუო-ს საინიციატივო ჯგუფის მონაწილეობით, წინასწარ განსაზღვრული სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებებით პროფესიისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შინაარსისა და სტრუქტურის სრულყოფას, საგამოცდო პროცესებში ჩართულობას, აგრეთვე, კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის ინიცირებას.

განათლების ექსპერტის ძირითადი მოვალეობები:

** პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სამშენებლო კერძო სექტორს შორის პროფესიული პროგრამების გადუალურების შესახებ შეხვედრების ფასილიტაცია;
** პოტენციურ პარტნიორ კომპანიასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის პროფესიულ პროგრამაში განსაზღვრული სწავლის შედეგების გადანაწილება;
** პროფესიული პროგრამის ავტორიზაციისათვის რელევანტური დოკუმენტების შემუშავება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თანამონაწილეობით;
** კომპანიისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, პროფესიული პროგრამის იმპლემენტაციის მიზნით, ინსტრუქტაჟის გაწევა;
** დუალური პროგრამის შუალედური და ფინალური გამოცდების მეთოდოლოგიის დანერგვის მხარდაჭერა.

სამუშაო პერიოდი: ოქტომბერი, 2024 - დეკემბერი, 2025
სამუშაო ხანგრძლივობა: არაუმეტეს 12 სამუშაო დღისა

განათლების ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება, ფსიქოლოგიის, განათლების მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში;
** საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის სიღრმისეული ცოდნა და მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი;
** პროგრამების დუალური ფორმით მიწოდების სპეციფიკის ღრმა ცოდნა;
** პროფესიულ საგანმანათლებლო დოკუმენტებზე მუშაობის/დოკუმენტების შემუშავების გამოცდილება;
** კერძო და საგანმანათლებლო სექტორებთან თანამშრომლობის გამოცდილება.

კანდიდატის შეთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კანდიდატის CV;
** დღიური ანაზღაურება ლარში (ჰონორარი საშემოსავლოს და კანდიდატის წილი საპენსიოს ჩათვლით).

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შეთავაზება (CV, დღიური ანაზღაურება ლარში), შემდეგ მისამართზე: info@icca.ge

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში პოზიციის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

შეთავაზების წარდგენის ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი, 2024

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე