Робота для біженців з України
UX-UI დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: UX-UI დიზაინერი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 05 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
"TNET" (TechnologyNetwork) წარმოადგენს ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას საქართველოში რომელიც TBC PLC ჯგუფის წევრია.

"თინეთი" 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

"თინეთში" შემავალი ციფრული პროდუქტები 4 ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი: ცხოვრების სტილი, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება (Super APP, Myauto.ge, Myhome.ge, Mymarket.ge, Myparts.ge, Myshop.ge, Vendoo.ge, Swoop.ge, Tkt.ge, Livo.ge)
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, UX/UI designer-ის პოზიციაზე!

"თინეთი" აცხადებს ვაკანსიას UX-UI დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა;

შენი როლი "თინეთში":

** მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა, ინტუიციური და მარტივი დიზაინების შექმნა;
** ციფრული პროდუქტების მომხმარებლის კმაყოფილებისა და ლოიალურობის ზრდაზე ზრუნვა;
** პროდუქტში დიზაინ პროცესების ეფექტურად მართვა;
** User Research: მომხმარებლის მოთხოვნების/საჭიროებების კვლევა და დამუშავება პროდუქტიულ გუნდთან ერთად;
** რაოდენობრივი მონაცემების დამუშავება; (მაგ. Clarity, google analytics);
** ხარისხობრივი მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
** Wireframing and Prototyping: wireframes, Mockups, prototypes შექმნა და ინტერფეისის ვიზუალიზაცია;
** დიზაინ სისტემის განვითარება და შენარჩუნება, რაც მოიცავს style guide & component libraries, ტიპოგრაფიის განსაზღვრა;
** პიქტოგრამების შექმნა ან არსებულების ადაპტირება და მორგება;
** მკვლევართა გუნდის დახმარება ტესტირებისთვის საჭირო დიზაინის შემუშავებაში მონაწილეობა;
** გამოყენებადობის ტესტის ჩატარება, საჭიროებიდან გამომდინარე, იმისათვის რომ შეფასდეს დიზაინის ეფექტურობა და განსაზღვრულ იქნას გასაუმჯობესებელი მხარეები;
** დიზაინ პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების საუკეთესო გზების მოფიქრება;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი, მათ შორის კონკურენტების ციფრული პროდუქტების შესწავლა;
** ფოტო ან ილუსტრირებული მასალის გამოყენება და განსაზღვრა;
** პროდუქტის განვითარებაზე ზრუნვა, მათ შორის ახალი ფუნქციონალების მოფიქრება და დანერგვა;
** აქტიური კოლაბორაცია პროდუქტ მენეჯერებთან, დეველოპერებთან, სტეიკჰოლდერებთან და პროდუქტიულ გუნდის სხვა წევრებთან;
** ინტერფეისში საჭირო ანიმაციების განსაზღვრა და ნიმუშების შექმნა პრეზენტაციისთვის.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

** განათლება UX/UI დიზაინის მიმართულებით.
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** UX კვლევების და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების გამოცდილება;
** UI პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** პირველად ვერსიებთან მუშაობის გამოცდილება (wireframes);
** კომპონენტების საერთო სტილების შექმნის გამოცდილება (style guides);
** პროტოტიპების შექმნის გამოცდილება შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით (Figma, InVision ან marvelapp);
** ინტერფეისის სტრუქტურის შექმნის გამოცდილება (user flows);
** UI დიზაინის დასახატად საჭირო პროგრამების ცოდნა - Figma. სასურველია Sketch, XD, Photoshop-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Framer, HTML, CSS ცოდნა;
** გამოცდილება კვლევის დაგეგმვაში, ჩატარებაში და ანალიზში;
** ინგლისური ენის B1-B2 დონეზე ცოდნა.

"თინეთში" დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე