Робота для біженців з України
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: CLC
გამოქვეყნდა: 04 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 04 ნოემბერი
შპს "სი ელ სი" წარმოადგენს ლიფტების იმპორტის, მონტაჟის და სერვისის მიმართულებით ლიდერ კომპანია. "სი ელ სი" აღიარებულია 2022 წლის და 2023 წლის ლიდერ კომპანიად დარგში სადაც ის მოღვაწეობს, ასევე, 2023 წელს მინიჭებული აქვს ოქროს ბრენდის სტატუსი.

შპს "სი ელ სი" ხსნის წარმომადგენლობას ქ. ბათუმში და აცხადებს ვაკანსიას, კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** პოტენციურ კლიენტებთან პრეზენტაციების და გაყიდვების ორგანიზება;
** კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ყოველ კვირეული და ყოველ თვიური რეპორტინგის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (კორპორატიული გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა ქართულის ენის გამართულად ცოდნა;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე კარგად ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** პრეზენტაციების წარმართვის უნარი;

შერჩევის ეტაპები შედგება:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება

პირობები:

** გრაფიკი სრული: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
** ანაზღაურება: შეთანხმებით;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hrclcelevator@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სი ელ სი"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე