Робота для біженців з України
მშენებლობის ხარისხის კონტროლის ოფიცერი - ქობულეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მშენებლობის ხარისხის კონტროლის ოფიცერი
მომწოდებელი: ედვანს ქონსალთინგი
გამოქვეყნდა: 04 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 04 ნოემბერი
ტექნიკური ზედამხედველობის კომპანია "ედვანს ქონსალთინგი" აცხადებს მშენებლობის ხარისხის კონტროლის ოფიცრის ვაკანსიას ქალაქ ქობულეთში.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში კომპანია ახორციელებს ჯამში 90 000 კვადრატული მეტრი მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი საინჟინრო განათლება (სამოქალაქო მშენებლობა);
** არანაკლებ 2 წლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება;

მოვალეობები:

** განსაზღვროს სამშენებლო/სარემონტო ხარისხის მართვისა კონტროლის პოლიტიკა;
** უზრუნველყოს კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი თანამშრომლების ინფორმირება ხარისხის სტანდარტის პოლიტიკისა და მიზნების შესახებ;
** სამშენებლო მოედანზე განახორციელოს მშენებლობისა და რემონტის ხარისხის კონტროლი;
** უზრუნველყოს საერთო სივრცეების და ბინების დიზაინის, რემონტის წარმოების პროცესისა და ხარისხის სრული კურირება, კონტროლი და ზედამხედველობა;
** სამშენებლო ან/და სარემონტო პროცესში წუნის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია პროექტის მენეჯერს;
** მოახდინოს სამშენებლო/სარემონტო პროცესში არსებული წუნის აღმოფხვრის კონტროლი;
** დაიცვას სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების წარმოების სხვა მოთხოვნები და ნორმები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებითა და ნორმებით.
** შეასრულოს უშუალო/პირდაპირი უფროსის სხვა დავალება, რომელიც გამომდინარეობს ხარისხის მართვის მენეჯერის სამსახურებრივი მოვალეობებიდან

სახელფასო ბიუჯეტი - კომპეტენციის მიხედვით.

საკონტაქტო ელფოსტა: info@advance.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე