Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახ.
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 04 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში.

სტაჟირების პროგრამა იძლევა განვითარების შესაძლებლობას იმ კანდიდატებისთვის, ვისაც სურს შეიძინოს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული და ქცევითი კომპეტენციები.

სტაჟირების ტიპი: ანაზღაურებადი.
სტაჟირების გავლის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N76.
სტაჟირების გრაფიკი: არასრული, შეთანხმებით
სტაჟირების ვადა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** ოპერაციული სისტემების გამართვა;
** უნივერსიტეტში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირება, ინსტალაცია, მხარდაჭერა;
** ქსელური პრინტერებისა და სხვა დაკავშირებული მოწყობილობების გამართვა, მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** კომპიუტერების, როგორც პროგრამული, ასევე ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა;
** შიდა კამერების, დაშვების სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც გამომდინარეობს სამსახურის მიზნებიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუდენტი;
** MS Office (Word, Excel);
** ინგლისური ენა - (B1 დონეზე-მეტყველება, წერა).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@eu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სტაჟირება ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 15 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე