Робота для біженців з України
ფინანსური რეპორტინგისა და ანალიზის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური რეპორტინგისა და ანალიზის სპეციალისტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 04 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგისა და ანალიზის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას #9

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში და შედეგების ანალიზში ჩართულობა;
** ყოველდღიური/ყოველთვიური ფინანსური და ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში აუდიტორებთან აქტიური თანამშრომლობა/ჩართულობა;
** არსებული ფინანსური რეპორტების კონტროლი და გაუმჯობესება/ავტომატიზაცია;
** სხვა შიდა რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) საფუძვლების ცოდნა;
** ფინანსური რეპორტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** MS Excel-ის ცოდნა მაღალ სამუშაო დონეზე;

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imedil.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 ოქტომბერი, 2024 წელი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე