Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: რენეკო
გამოქვეყნდა: 04 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 04 ნოემბერი
"რენეკო" წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.

კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.

ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.

(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)

კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი #25
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1250 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების პროგრამულ უზრუნველყოფაში გააქტიურება და მატერიალური სახით შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდება;
** ასაგროვებელი შეკვეთების პროგრამული უზრუნველყოფიდან ამობეჭდვა;
** გააქტიურებული მიწოდებისა და დაბრუნების სასაქონლო ზედნადებების კორექტირება;
** უკან დაბრუნებული საცალო პროდუქციის პროგრამული დაშლა;
** სამუშაო პროცესში წარმოქმნილ პროცედურულ პრობლემებთან დაკავშირებით, უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა APEX-ის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge. "სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე