Робота для біженців з України
მაღაზიის მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მოლარე
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 04 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 04 ნოემბერი
შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მოლარის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ფასების ცვლილების ყოველდღიური შემოწმება და ამობეჭდვა;
** გაყიდული საქონლის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის გატარება;
** ზედნადებების, ინვოისის გამოწერა;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება; (ბუღალტერიისთვის და საწყობისთვის)
** მაღაზიაზე საქონლის გადაწერა, სხვა მაღაზიიდან საქონლის გადმოწერა (ქსელის შიგნით)
სალაროს წარმოება;
** მომხმარებლის უნაღდო ანგარიშსწორება;
** შემოსული ნაღდი ფულის კუპიურების შემოწმება და ყალბი ნიმუშების გამოვლენა;
** დიპლომატიური პირისთვის დღგ ანგარიშფაქტურის გამოწერა;
** მომხმარებლის მიერ დღგ ანგარიშფაქტურის მოთხოვნის შემთხვევაში ბუღალტერიისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტების დანიშნულებისამებრ გადამისამართება და კონსულტაციის გაწევა შეძლებისდაგვარად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** გულისხმიერი;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge 2024 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე