Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=586933&print=yes&view=jobs
 
სერვის ცენტრის საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის ცენტრის საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.

სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათ კარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

* შეკვეთის პროგრამული გატარება
** მომხმარებლისთვის მომსახურების პირობების გაცნობა
** შეკეთებული, შეუკეთებელი ნივთების მომხმარებლისთვის გადაცემა
** საწყობში შემოსული ნივთების და დეტალების დახარისხება და განთავსება
** ნივთის/დეტალის მოძრაობასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და პორტალებზე ატვირთვა
** დეტალების/ნივთების გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, პროგრამული ასახვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** ორგანიზებული
** პუნქტუალურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: jobs@ee.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის ოპერატორი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია