Робота для біженців з України
ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი
მომწოდებელი: ჯსთ რითეილი
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
შპს "ჯსთ რითეილი" (ტოტალ 100-ის ავტოგასამართი სადგურებისა და მასზე არსებული მინი მარკეტების ქსელი) აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აეროპორტის დასახლება N5
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 სთ (10:00-10:00)
ანაზღაურება: 1200 ლარი

ფუნქცია - მოვალეობები:

** ონლაინ რეჟიმში ჩართული კამერებით კომპანიის ობიექტების ვიდეო მონიტორინგი;
** ჩანაწერის კონტროლი და ანალიზი;
** თანამშრომლების მხრიდან შინაგანაწესით განსაზღვრული ნორმების კონტროლი;
** დარღვევების აღმოჩენა, სისტემატიზაცია, აღწერა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** GPS-პროგრამით ავტომობილების გადაადგილების კონტროლი.
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზვანოთ შემდეგ მისამართზე: vacancyhr@gct.com.ge და გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ჯსთ რითეილის" მიერ (ს/კ:405635629), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr@gct.com.ge

თუ გსურთ, თქვენი რეზიუმე განხილულ იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებთან მიმართებით, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და შესაბამისი თანხმობა, გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr@gct.com.ge სახელწოდებით "რეზერვი". მიღებული ინფორმაცია აისახება შპს "ჯსთ რითეილის" აპლიკანტების რეესტრში/რეზერვში და დაგიკავშირდებით თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ბაზაში/რეზერვში თქვენი რეზიუმე შეინახება 1 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ, კი რეზიუმე წაიშლება/განადგურდება.

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე