Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=586631&print=yes&view=jobs
 
წარმოების მტვირთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების მტვირთავი
მომწოდებელი: Pepsico
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში. შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს წარმოების მტვირთავის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა), რძის პროდუქტების წარმოების ქარხანა
დასაქმების ტიპი: დროებითი (3-6 თვე)

ძირითადი მოვალეობები:

** ცალკეული შეფუთული პროდუქციის, მათი სახეობის შესაბამისად ყუთებით პალეტზე დალაგება;
** პალეტის გადაადგილება შუალედურ საწყობში/თერმოკამერაში;
** სამუშაო ადგილის, ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის სათანადო სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაში შენახვა;
** დაფასოების უბანზე გენერალურ დალაგებებსა და სანიტარულ დღეებში მონაწილეობის მიღება;
** ცვლებში მუშაობა (დღის და ღამის).

კანდიდატის პროფილი:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა.

რას გთავაზობთ?!

** კონკურენტული ანაზღაურება - 1090 ლარი
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, ქ. რუსთავი)
** კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: manufacturing_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია