Робота для біженців з України
მასწავლებლების მომზადების პროგრამა - ისტორიის მიმართულება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასწავლებლების მომზადების პროგრამა - ისტორიის მიმართულება
მომწოდებელი: გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
შესაძლებლობა დამწყები მასწავლებლებისთვის ისტორიის მიმართულებით.

"გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია" თბილისში არის კერძო სკოლა, რომელიც მოსწავლეებს საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. აკადემიის მისიის ნაწილია საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაში წვლილის შეტანაც. აკადემია სხვადასხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობას სთავაზობს მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე მოსწავლეებს, ადმინისტრატორებსა და მასწავლებლებს. მეტი აკადემიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ ვებ გვერდზე: https://gzaat.org

"ამერიკული აკადემია" აცხადებს მიღებას მასწავლებლების მომზადების ერთწლიან პროგრამაზე.

მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ისწავლონ აკადემიის მასწავლებლებისა და თანამშრომლებისგან. პროგრამის მონაწილეები გამოცდილი მენტორი მასწავლებლების ხელმძღვანელობით იმუშავებენ და ისწავლიან.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია ეძებს მსურველს, რომელსაც მასწავლებლის მომზადების პროგრამაში 2024-2025 სასწავლო წელს, 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წ. ივნისის ჩათვლით შეეძლება მონაწილეობა.

სასურველი კანდიდატურა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** მონაწილეს უნდა ჰქონდეს სურვილი შემდეგი საგნის მასწავლებელი გახდეს: ისტორია
** მონაწილეს უკვე უნდა ჰქონდეს დასრულებული უმაღლესი განათლების პროგრამა შესაბამისი მიმართულებით, ან უნდა ასრულებდეს წლევანდელი სასწავლო წლის განმავლობაში.
** მონაწილეს მასწავლებლობის/სწავლების გამოცდილება უნდა ჰქონდეს მაქსიმუმ 2-3 წლის განმავლობაში. მასწავლებლობის გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა ამ პროგრამას არ აქვს.
** მონაწილეს უნდა ჰქონდეს სურვილი და შესაძლებლობა, რომ 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში თავისი დღის მნიშვნელოვანი დრო (კვირაში დაახლოებით 25-30 საათი) პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობას დაუთმოს.
** კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, შეეძლოს ინგლისურად ჩატარებულ გაკვეთილებს დაესწროს, წაიკითხოს ამ ენაზე ლიტერატურა და იურთიერთოს ინგლისურენოვან თანამშრომლებთან.

პროგრამაში მონაწილეობისთვის გადასახადი არ არის. შერჩეული კანდიდატები მიიღებენ სტიპენდიას, რაც შესაძლებლობას მისცემს, რომ წლის განმავლობაში პროგრამაზე იყვნენ კონცენტრირებული.

კანდიდატურების შერჩევა მოხდება შემდეგი პროცესის შესაბამისად:

** მსურველების დოკუმენტების განხილვა;
** შერჩეულ კანდიდატურებთან გასაუბრება;
** კანდიდატურების შესაბამისი მენტორების შერჩევა.

პროცესის განმავლობაში დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც შემდეგი ეტაპისთვის იქნებიან შერჩეული.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია ელექტრონულ ფოსტაზე ttp@aat.ge არაუგვიანეს 18 ოქტომბრისა, 2024 წ.

** კანდიდატის ბიოგრაფია (CV), აქცენტით განათლებაზე, სამუშაო გამოცდილებაზე, ენების ცოდნასა და სხვა შესაბამის ინფორმაციაზე.
** სამოტივაციო წერილი, სადაც ახსნით, თუ რატომ დაინტერესდით ამ პროგრამაში მონაწილეობით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე