Робота для біженців з України
უფროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი იურისტი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

მოვალეობები:

** ბანკის კორპორაციულ კლიენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებ (ებ)ის განხილვა, კორექტირება, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ შეხვედრებზე დასწრება და მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
** ბანკის კორპორაციულ კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტების ნიმუშების/პროექტების მომზადება და მათ სათანადოდ გაფორმების პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** ბანკის კორპორაციულ კლიენტებთან დაკავშირებული პროდუქტების შემუშავებისა და პროცესების დანერგვის, ასევე კლიენტთა მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სხვა სახის სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა;
** ბანკის კორპორაციულ კლიენტებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული დასკვნების გაცემა, კონსულტაციების გაწევა;
** ბანკის კორპორაციულ კლიენტების მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სხვა სახის სამართლებრივი დახმარების განხორციელება;
** სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების გაფორმების პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იურიდიული ან საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე სასურველია ბანკში/სადაზღვევო ან საფინანსო ორგანიზაციაში.

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2024 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე