Робота для біженців з України
კატეგორიის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.

სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათ კარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.

პოზიციის დასახელება: კატეგორიის სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (დროებითი. 6 თვე)
შერჩევის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება

ძირითადი მოვალეობები:

** ლოგისტიკის განყოფილებისათვის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება/გაშიფვრა
** საწყობების, გაყიდვების და ქსელის ინფორმირება მისაღები პროდუქციის შესახებ
** მარაგების მაღაზიებში ეფექტური გადანაწილების (ახალი პროდუქციასა და მიმდინარე მარაგების) კონტროლი და დაგეგმვა
** პერსონალური შეკვეთების ჩამოტანა და მათი გადანაწილების უზრუნველყოფა
** მუდმივი კონტაქტი ელიტ სერვისთან სათადარიგო ნაწილების შეკვეთების თაობაზე და სხვა ნებისმიერ საკითხზე
** ელიტ სერვისისთვის თვითღირებულებების მიწოდება მომწოდებლის მიერ ანაზღაურებულ პროდუქციაზე
** ნავიჟენში პროდუქტზე ფასის დადება და ფასთა ცვლილების შეყვანა
** ყოველკვირეული Sell-out-ების მომზადება ადგილობრივი მომწოდებლებისთვის
** გაყიდვების რეპორტინგის მომზადება მომწოდებლებისთვის და მენეჯმენტისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება/ეკონომიკა)
** შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების, Excel - მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები: ეფექტური მოსმენისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@elitelectronics.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე