Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: რითეილ ლოგისტიკა
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
ლოგისტიკური კომპანია "რითეილ ლოგისტიკა" წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "რითეილ ლოგისტიკა" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

"რითეილ ლოგისტიკა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის # 40 (ტრანსპორტირება მ/ს ავლაბარი/სამგორი და რუსთავი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; (09:00 სთ-17:00სთ, ყოველი მეორე პარასკევი - 09:00სთ-14:00სთ);

ჩვენ გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას!

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საკანცელარიო/ადმინისტრაციული პროცესის დაგეგმვა და მართვა (გაცემა/შესყიდვები, ანგარიშსწორება);
** შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის/დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** სატელეფონო ზარების მიღება/გადამისამართება;
** ტურნიკეტის პროგრამის კოორდინაცია;
** წერილების მომზადება, შემოსულ წერილებზე და მეილებზე დროული რეაგირება;
** შეხვედრების ორგანიზება/ჩანიშვნა, სათათბირო ოთახების დაჯავშნა მოთხოვნისამებრ კომპანიის სტუმრების მიღება;
** ოფისის ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომელთა მივლინებების დაჯავშნა/დაორგანიზება;
** ადმინისტრაციის ყოველთვიური ბიუჯეტის შედგენა/მართვა/მონიტორინგი;
** ოფისის თანამშრომლების კორპორატიული ნომრების გაცემა/გაუქმება/მართვა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge; გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოფისის მენეჯერის" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 01/11/2024

წარმატებებს გისურვებთ!

"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "რითეილ ლოგისტიკის" (ს/კ 406286674) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე office@gfs.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე