Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?

"ბაზისბანკის" გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!

თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!

ამჟამად ჩვენ მოლარეს ვეძებთ.

** გაეცანი ჩვენს ვაკანსიას და გამოგვეხმაურე თუ:
** გუნდური მუშაობა გიყვარს და, ამავე დროს, დეტალებზე ორიენტირებული ხარ;
** ხარ პასუხისმგებლობიანი და არ უშინდები გამოწვევებს;
** შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემა.

გაინტერესებს რას გთავაზობთ?

** ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების დღიდან;
** სამგზავრო ბარათს ან კორპორაციულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროით;
** პრემიული კლასის სახელფასო პლასტიკურ ბარათს;
** გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა კანდიდატისთვის თანაბარია;
** პროფესიონალების გუნდს, რომელიც გაგიმარტივებს კომპანიაში ადაპტაციის პროცესს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობებს: ბაზისბანკში თანამშრომლების დაწინაურების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.

შენი მოვალეობები ამ პოზიციაზე იქნება:

** ნაღდი ანგარიშსწორება;
** შემოსავალ-გასავლის ოპერაციის წარმოება.

შენგან კი დაგვჭირდება:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV მეილზე: hr@basisbank.ge, სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე