Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: მაზდა
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი / ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილ კომპანიაში "თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" მაზდას ბრენდზე მარკეტინგის მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ორგანიზაციაში არსებული ბრენდების მარკეტინგულ დაგეგმარებაში და ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების მართვა, მასალების მომზადება და მართვის მონიტორინგი;
** ბრენდების სოცმედია არხების განვითარების გეგმის შემუშავება სოცმედია მენეჯერთან ერთად;
** კონტენტის ნაწილში აქტიური ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში კონტენტის მომზადება;
** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიებისა და აქციების დაგეგმვა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად, შემდეგ ამ კამპანიის ტექნიკური განხორციელებაში მონაწილეობა, კოორდინირება და მონიტორინგი;
** მარკეტინგული და სარეკლამო მასალების შეკვეთა, ბიუჯეტის დათვლა, ფასთა კვლევა;
** ბეჭდური მასალების დიზაინის შემუშავება ან/და რედაქტირება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად;
** ვებგვერდის მართვა და მონიტორინგი;
** ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** კონკურენტების მარკეტინგული საქმიანობის მონიტორინგი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან კონტენტის მიმართულებით;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია საავტომობილო სფეროს ცოდნა;
** კონტენტ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის შესავსებად მიჰყევით ბმულს: მარკეტინგის მენეჯერი - მაზდა

"თეგეტა ჰოლდინგში" თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე