Робота для біженців з України
აუდიტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აუდიტის მენეჯერი
მომწოდებელი: STREAM
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
ვაცხადებთ ვაკანსიას აუდიტის მენეჯერის პოზიციაზე აუდიტორული კომპანიისთვის "ბაკაშვილი და კომპანია" (www.bakashviliandco.com).

პოზიციაზე მივესალმებით ფინანსური ანგარიშგების სფეროში ცოდნის, გამოცდილების
და ინტერესის მქონე, განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გუნდის მართვისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების გამოცდილება და უნარები.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის გამზ. 47
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:00-18:00
ანაზღაურება: 3000 -5000 ლარი (NET)

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის მომზადება და ხელმძღვანელობა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
** უფროსი და უმცროსი აუდიტორების ჯგუფის წევრებისათვის საკითხების დელეგირება და მათი შესრულების კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** რისკების შეფასება და კონტროლი;
** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და საკითხების განხილვა;
** აუდიტის პროექტის ფარგლებში საჭირო აუდიტორული დოკუმენტაციის მომზადება/ანალიზი;
** შესაბამისი ტესტირების ჩატარება გუნდის წევრებისათვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსების, ეკონომიკის, აუდიტის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება;
** IFRS სტანდარტების ცოდნა (IAS 16, IAS2, Framework, Matching Principle);
** ACCA-ის ჩაბარებული მოდულები ჩაითვლება უპირატესობად;
** ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** MS Word-ის და Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (Intermediate).

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM -ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად..
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე