Робота для біженців з України
ელექტრო ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო ტექნიკოსი
მომწოდებელი: Pullman Tbilisi Axis Towers
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
"Pullman Tbilisi Axis Towers Accor"-ის ჯგუფის პირველი პრემიუმ-კლასის სასტუმროა საქართველოში. თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში განთავსებული ულტრათანამედროვე, გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმრო იდეალური ადგილია როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.

218 დახვეწილი დიზაინის ოთახი, 2000 მ2-ზე განლაგებული საკონფერენციო სივრცე, რესტორანი და ბარი ქალაქის პანორამული ხედებით - ის გამორჩეული გარემოა, სადაც საქმე და დასვენება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.

ჩვენ ვეძებთ ელექტრო ტექნიკოსი, რომლის პასუხისმგებლობები და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს:

** სასტუმროში არსებული ტექნიკური და ელექტრო სისტემის კომპონენტების მომსახურება და გამართულ ფუნქციონირებაზე ზრუნვა;
** ელექტრო ქსელებთან და დანადგარებთან ურთიერთობისას ხელსაწყოების/ინვენტარის დაშვებული ნორმების შესაბამისად გამოყენება;
** სამუშაოების ჩატარებისას სახელმწიფო ნორმატივებითა და სტანდარტებით დადგენილი წესების და ვალდებულებების დაცვა;
** სახელმწიფო სტანდარტებითა და ნორმატივებით დადგენილი სტანდარტებით პირადი და სხვების უსაფრთხოების დაცვა;
** უშუალო უფროსის მიერ მიცემული ტექნიკური დავალებების დროულად და პირნათლად შესრულება;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების და სამუშაო ინსტრუქციის დაცვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება იმავე/მსგავს პოზიციაზე აუცილებელია;
** ელექტრო ქსელებთან მუშაობის დაშვების თანრიგის სერტიფიკატი სასურველია;
** მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: careers@pullmantbilisi.com

CV-ის გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, CV-ის გამოგზავნიდან არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია, დამსაქმებელმა თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია განიხილოს სხვა პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე