Робота для біженців з України
ინდივიდუალური/პედაგოგის ასისტენტი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინდივიდუალური/პედაგოგის ასისტენტი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ინდივიდუალური/პედაგოგის ასისტენტი .

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი სამუშაო განაკვეთი
რაოდენობა: 1

საქმიანობის ძირითადი მიზანი:

ინდივიდუალური/პედაგოგის ასისტენტის ძირითადი მოვალეობაა, მხარი დაუჭიროს დღის ცენტრის პედაგოგს, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს არაფორმალურ სასწავლო პროცესში და დღის ცენტრის აქტივობებში იმ ბავშვების ჩართვა, რომლებსაც აღენიშნებათ სირთულეები აკადემიური, კოგნიტური, ქცევითი და ემოციური უნარების კუთხით.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** შექმნას ბავშვებისათვის თბილი და სიყვარულით სავსე გარემო;
** პედაგოგსა და დღის ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, მიიღოს მონაწილეობა ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომებისა და მეთოდების განსაზღვრაში;
** ეხმარება ბავშვს ემოციების რეგულირების პროცესში;
** ახდენს ბავშვის მიერ სასურველი ქცევების გამოვლენის წახალისებას და დესტრუქციული ქცევის პრევენციას;
** ხელი შეუწყოს ბავშვს დავალების შესრულებისა და ინსტრუქციების გაგების პროცესში;
** განახორციელოს აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს კონცენტრაციისა და მოტივაციის ზრდას;
** ხელი შეუწყოს ბავშვის თანატოლებთან კომუნიკაციას;
** მოახდინოს ბავშვის ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში (გასართობი/შემეცნებითი);
** ხელი შეუწყოს ბავშვის მიერ, დღის ცენტრში არსებული წესების დაცვას;
** წარუდგენს გუნდს საკუთარ ხედვას ბავშვის ასისტირების/ზრუნვის კომპონენტებთან, საჭიროებებთან, ფორმასთან, დროსა და ინტენსივობასთან დაკავშირებით;
** მონაწილეობს მომდევნო დღის ან პერიოდისთვის დაგეგმილი აქტივობების გაცნობის მიზნით კოორდინატორის და სხვა სპეციალისტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში;

მოთხოვნები:

** ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
** უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის ან სოციალურ მუშაკის განათლება;
** ბავშვებთან მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** ინფორმაციის ფლობა ბავშვთა განვითარების, ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე;
** ბავშვების/მოზარდების ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი და სიმშვიდის შენარჩუნება;
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი; ** შეცდომების კონსტრუქციული მართვა; უკუკავშირის გაცემა და მიღება;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
** ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და ღირებულებების გაზიარება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: Eter.almasia@sos-kd.ge 2024 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით ან წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N93, მე-3 სართული. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე