Робота для біженців з України
შეკვეთის ამგროვებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეკვეთის ამგროვებელი
მომწოდებელი: რითეილ ლოგისტიკა
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
კომპანია "რითეილ ლოგისტიკა" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "რითეილ ლოგისტიკა" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთის ამგროვებლის (საწყობის თანამშრომელი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის #40
ხელფასი - 1200 ლარი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 09:00/10:00 სთ - 18:00/19:00 სთ;
ტრანსპორტირება: მ/ს სამგორიდან.

მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის დაცლა და დალაგება.
** დისტრიბუციის მანქანების დატვირთვა და საწყობიდან ქსელში მათი დროული გაშვების ხელშეწყობა;
** წინასწარ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად არსებული შეკვეთების გამზადება;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@gfs.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "შეკვეთების ამგროვებელი" რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "რითეილ ლოგისტიკის" (ს/კ 406286674) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე office@gfs.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე