Робота для біженців з України
პრემიული მომსახურების ბანკირი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრემიული მომსახურების ბანკირი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?

"ბაზისბანკის" გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!

თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!

ამჟამად ჩვენ პრემიული მომსახურების ბანკირს ვეძებთ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** პრემიული სეგმენტის კლიენტებისთვის ოპტიმალური საბანკო/არასაბანკო პროდუქტებისა და სერვისების შერჩევა და შეთავაზება;
** პრემიული კლიენტების მიმდინარე პრობლემების ოპტიმალური მოგვარება;
** პრემიული კლიენტების საოპერაციო/საკრედიტო მომსახურება;
** საკრედიტო/სადეპოზიტო პორტფელზე მუშაობა დაწესებული გეგმის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საბანკო სფეროში კლიენტების მომსახურების მიმართულებით (საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით) მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება საბანკო პროგრამების ცოდნას;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV მეილზე: hr@basisbank.ge, სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე