Робота для біженців з України
ძიძა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ძიძა
მომწოდებელი: კერძო პირი
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
სამუშაოს დასახელება: ძიძა
ადგილმდებარეობა: ვაკის რაიონი (თბილისი)
სამუშაო გრაფიკი: ნახევარ განაკვეთზე (კვირაში 4 დღე) (დღეში 8 საათი)

აღწერა:

ვეძებთ პასუხისმგებელ, მზრუნველ ძიძას ჩვენი 2 თვის ბიჭისთვის. სასურველია, რომ ძიძას ჰქონდეს: გულწრფელი სიყვარული ბავშვების მიმართ, იყოს ენერგიული და შეძლოს ბავშვის ჩართვა სახალისო, საგანმანათლებლო აქტივობებში.

პერიოდი: 2 კვირა გამოსაცდელი ვადა, შემდეგ: 12 თვე (გაგრძელების შესაძლებლობით).

პასუხისმგებლობები:

** ბავშვის უსაფრთხოების და კეთილდღეობის გაკონტროლება სახლში და მის გარეთ
** ბავშვის ჯანსაღ საგანმანათლებლო და განმავითარებელ საქმიანობაში ჩართვა
** ჩვენს შვილზე ყურადღებიანი ზრუნვა
** ასაკის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება
** სუფთა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება
** ბავშვის ძილის რუტინაში დახმარება
** საჭმელების მომზადებაში დახმარება
** მშობლებთან შესაბამისი კომუნიკაცია დღის აქტივობებისა და პრობლემების შესახებ (მაგ. გაფრთხილება ავადმყოფობის სიმპტომების, ასევე ყოველდღიური საყურადღებო შემთხვევებისა და გამოწვევების შესახებ)

კვალიფიკაცია და უნარები:

** ძიძად, მედდად, მასწავლებლად, ან/და საბავშვო ბაღის აღმზრდელად მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** უსაფრთხოებაზე ორიენტირებული, პასუხისმგებელიანი, მზრუნველი, პუნქტუალური, თანამგრძნობი და მომთმენი
** 10-15 კგ-ის სიმძიმის აწევის შესაძლებლობა
** მინიმუმ ერთ-ერთი ენის - ინგლისური, ან/და რუსულის - ცოდნა

ანაზღაურება: შეთანხმებით

განაცხადის შეტანის წესი: გთხოვთ, გამოაგზავნოთ: (1) თქვენი რეზიუმე, სადაც ჩამოთვლით მსგავს გამოცდილებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და/ან სამუშაოს მოტივაციას (2) ხელფასის მოლოდინს (დღეში ან თვეში) (3) თქვენი რეკომენდატორების საკონტაქტო დეტალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) babysitterge2024@gmail.com-ზე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე