Робота для біженців з України
ვიდეო მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: კოფისტა
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
Coffee Shop-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმოდგენილია 8 "coffee shop"-ით.

ჩვენი მიზანია, თანამშრომლებს შევუქმნათ კომფორტული გარემო და ვიზრუნოთ მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ონლაინ პლატფორმებს:

https://www.instagram.com/coffeesta__/
https://www.facebook.com/coffeestaGeo
https://www.coffeesta.com/

გრაფიკი: სრული განაკვეთი.
სამუშაო საათები: 10:00სთ.- 18:00სთ.;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას 22;
ხელფასი: 2000 ლარი + საბონუსე სისტემა 1000 ლარის ფარგლებში

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური საოპერაციო და ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი;
** კომპანიის შინაგანაწესის დაცვის მონიტორინგი;
** დისციპლინარული და სხვა სახის დარღვევების აღრიცხვა და დაფიქსირება;
** კომპანიის უსაფრთხო გარემოში ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** არაკეთილსინდისიერი ქმედებების პრევენცია და გამოვლენა;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის მონიტორინგი;
** მატერიალური ფასეულობების მონიტორინგი და ხელყოფისაგან დაცვა;
** თანამშრომლების მიერ სამსახურში გატარებული დროის აღრიცხვა და კონტროლი;
** მონიტორინგის სამსახურის წესდების შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
** ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
** საწყობის, წარმოების ინვენტარიზაციაზე დასწრება;
** ყოველთვიურად არანაკლებ 3 აღწერაზე დასწრება;
** ობიექტების შემოწმება ადგილზე მისვლით, სალაროების გადათვლა, ვადაგასული პროდუქციის ჩამოწერის შესაბამისი კონტროლი;
** ჩეკების დეტალური ანალიზი და მართებულობის დადასტურება;
** თანამშრომლების საკუთარი იუზერებით მუშაობის კონტროლი;
** ობიექტის მომარაგების მონიტორინგი, ხარვეზების აღმოჩენა, დაფიქსირება;
** ვადაგასული პროდუქციის ჩამოწერების ვალიდაცია კამერებით;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული საქმიანობის მონიტორინგი;
** ხელმძღვანელობის მითითებების შესრულება.
** სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირება;

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორატიულ დაზღვევას;
** ჩვენს პროდუქციაზე 40% ფასდაკლებას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"კოფისტა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე