Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი - ბორჯომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო Crowne Plaza Borjomi
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
სასტუმრო "ქრაუნ პლაზა ბორჯომი", რომელიც 2015 წლიდან არის ბაზარზე და არის ინტერკონტინეტალ სასტუმროების ჯგუფის წევრი (IHG) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია - ბორჯომი

ფინანსური მენეჯერის მოვალეობები და პასუხისმგებლობა

** დანერგოს და შეინარჩუნოს სააღრიცხვო მეთოდების პრაქტიკა კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების მოთხოვნების შესაბამისად.
** ფინანსური ხელშეკრულებების მართვა და მონიტორინგი;
** უზრუნველყოს სასტუმროს ოპერაციების 100% იანი შესაბამისობა კანონმდებლობასთან და ნებისმიერი კანონის შესაბამისობიდან გადახრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს შემასწორებელი ქმედებები.
გარე და შიდა აუდიტთან თანამშრომლობა;
** სასტუმროს ფინანსური პროცედურების განვითარება და ხარვეზების აღმოფხვრა;
** ყოველთვიური მოგება-ზარალის ანგარიშის მომზადება;
** აკონტროლოს ყოველთვიური ინვენტარიზაციის პროცედურებთან შესაბამისად ჩატარება;
** უზრუნველყოს 4 საბრუნავი საშუალების ყოველკვარტლული (ფაიფური, თეთრეული, მინის ჭურჭელი და ვერცხლი) და სხვა მნიშვნელოვანი აქტივების ინვენტარიზაციის პროცედურებთან შესაბამისად ჩატარება.
** საჭიროების შემთხვევაში ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფა დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის;
** აკონტროლოს ნაღდი ფულის კონვერტაციის პროცესი;
** სიფრთხილით მოეკიდოს მუდმივად განაახლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ნორმატიული აქტების ცოდნის დონე;
** უზრუნველყოს შიდა კონტროლის მექანიზმები და გამორიცხოს ფინანსური თაღლითობის ფაქტები.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასტუმრო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cpborjomi.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე