Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი - საბურთალო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
მარკეტების ქსელი "ზღაპარი", აცხადებს აქტიურ ვაკანსიას დარბაზის მერჩენდაიზერის პოზიციაზე (დროებითი დასაქმება) შემდეგ ფილიალებში: სანდრო-ეულის 5 (პოლიტკოვსკაიას ქუჩა); მინდელის 12.

ჩვენთან მერჩენდაიზერები არ არიან მოძრავები, მუშაობენ მხოლოდ ერთ ფილიალში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: 08:00-20:00 და 11:30-23:30 სთ ცვლები ორი დღე მუშაობა ორი დღე დასვენება
** ანაზღაურება: 1000 ₾

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ვადის კონტროლი.
** პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის დახმარება წონის პროდუქციის შესყიდვაში.

პიროვნული თვისებები:

** დაკვირვების უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** თავაზიანი მომსახურების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/

ან გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge, ასევე, გასაუბრებაზე ჩასაწერად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 22 66 40 (გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სამუშაო საათებში ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00სთ).

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე