Робота для біженців з України
სენდვიჩ არტისტი - თბილისის აეროპორტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სენდვიჩ არტისტი
მომწოდებელი: საბვეი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
ამერიკული რესტორანი "Subway" ეძებს თანამშრომლებს სენდვიჩ არტისტის პოზიციაზე თბილისის აეროპორტის ფილიალში.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების/ცვლის მართვა;
** ყოველდღიურად რესტორნის გახსნისა და დახურვის პროცედურებს შესრულება;
** მომსახურე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი პროდუქტის ხარისხის, ეფექტური მომსახურებისა და სისუფთავის უზრუნველსაყოფად;
** სალარო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის კონტროლის პროცედურების დაცვა;
** ჩართულობა პროდუქციის მომარაგების და დასაწყობების პროცესში დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** მონაწილეობა დაქვემდებარებული თანამშრომლების ტრენინგის პროცესში

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობიანი;
** გუნდის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფ რეჟიმში მუშაობის უნარი

რას გთავაზობთ ჩვენ?

** მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე;
** Fitpass

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: jobs@subway.ge

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება SUBWAY-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: jobs@subway.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე