Робота для біженців з України
სენდვიჩ არტისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სენდვიჩ არტისტი
მომწოდებელი: საბვეი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
ამერიკული რესტორანი "Subway" ეძებს თანამშრომლებს სენდვიჩ არტისტის პოზიციაზე ბათუმის ფილიალებში.

სამუშაო გრაფიკი - სრული და ნახევარი განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება/გაცემა და სალარო ოპერაციების შესრულება;
** სენდვიჩების/ვრეპების/სალათების და სხვა საკვები პროდუქტების მომზადება დროულად და ზედმიწევნით, რეცეპტების შესაბამისად;
** ყავის და სხვა ცხელი და ცივი სასმელების მომზადება;
** სენდვიჩების ინგრედიენტების მუდმივი კონტროლი და ბარში მარაგების საჭიროებისამებრ გადავსება;
** კომპანიაში დანერგილი მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი მაღალი პასუხისმგებლობით შესრულება.

რატომ უნდა გახდე Subway-ს გუნდის წევრი?

** ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა;
** ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს;
** ჩვენთან სამუშაო გამოცდილება არ არის მნიშვნელოვანი;
** ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი სენდვიჩების და არა მარტო სენდვიჩების მომზადებას;
** ჩვენთან ღიმილი მთავარია;
** ერთად უკეთესია და ერთად ვგულისხმობთ შენთან ერთად.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია;
** მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე;
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
** Fitpass

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeN2QNJ3vbcPMPEolomCkP0IapomPGHVSFpmJoed2ourTjOgw/viewform

დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: jobs@subway.ge

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Subway-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: jobs@subway.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე