Робота для біженців з України
ფულის გათეთრების აღკვე. საერთაშორისო/ადგილობრივი მექანიზმები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფულის გათეთრების აღკვე. საერთაშორისო/ადგილობრივი მექანიზმები
მომწოდებელი: BLC Training Center
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
საქართველოში მოქმედ წამყვან იურიდიულ ფირმასთან (BLC Law Office) არსებული სასწავლო ცენტრი - "BLC Training Center" აცხადებს ტრენინგს ფულის გათეთრების აღკვეთის საერთაშორისო და ადგილობრივ მექანიზმებზე.

თარიღი: 15-16 ოქტომბერი
2 სრული დღე
ლოკაცია: სასტუმრო პარაგრაფი თბილისი (თავისუფლების მოედანი 7)

ტრენინგზე განხილული იქნება:

** ფულის გათეთრების აღკვეთის გლობალური ჩარჩო
** ძირითადი რეგულაციები - FATF-ის რეკომენდაციები, ევროდირექტივები და ადგილობრივი კანონმდებლობა
** საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და ადგილობრივი ინსტიტუციური მოწყობა
** Moneyval-ის 2020 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ

ფულის გათეთრების აღკვეთის მექანიზმების ძირითადი კომპონენტები:

** რისკზე დაფუძნებული მიდგომის არსი
** "საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში" - იურიდიულ პირებთან დაკავშირებული საფრთხეები;
** გეოგრაფიული არეალის, კლიენტის, პროდუქტის, ორგანიზაციული რისკის შეფასება
** "იცნობდე შენს კლიენტს" (KYC) სტანდარტი
** გაძლიერებული (EDD) და გამარტივებული (SDD) პრევენციული ზომები

ტრანზაქციების მონიტორინგი:

** საეჭვო ტრანზაქციების ინდიკატორები
** ტექნოლოგიის როლი ფინანსური დანაშაულების გამოვლენაში

ორგანიზაციული მოწყობა:

** დაცვის სამი ხაზი
** მენეჯმენტის როლი
** პოლიტიკა-პროცედურების დრაფტინგი - პრაქტიკული რეკომენდაციები

საზედამხედველო მიდგომა და პრაქტიკა:

** დისტანციური ზედამხედველობა
** ადგილზე ინსპექტირება
** საზედამხედველო ზომები

სიახლეები და მიმდინარე ტენდენციები:

** ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო
** განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების გამოწვევები და გამკლავების გზები
** ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული საფრთხეები და მიტიგაციის ღონისძიებები

კურსი განკუთვნილია იურისტებისთვის, როგორც კერძო, ასევე საჯარო სტრუქტურებში მომუშავე AML სპეციალისტებისთვის, შესაბამისობის ოფიცრებისთვის, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებისთვის და სხვა პროფესიონალებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ფინანსური დანაშაულობის პრევენციასთან.

ტრენინგს გაუძღვება სოფო ასანიძე, ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირების და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამართლის დოქტორი.

სოფო ასანიძეს აქვს კომერციულ და ეროვნულ ბანკში ფულის გათეთრების აღკვეთის მიმართულებით მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება. 2022 წელს, ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) მიწვევით, მონაწილეობა მიიღო რუმინეთის ფულის გათეთრების აღკვეთის სისტემის FATF-ის რეკომენდაციებთან შესაბამისობის შეფასებაში. ეროვნულ ბანკში მუშაობის პერიოდში განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. სოფო აქტიურადაა ჩართული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების პროცესში. საერთაშორისო ორგანიზაციების მიწვევით წარმატებით ახორციელებს დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების ექსპორტს სხვა ქვეყნებში.

ტრენინგზე დასწრების საფასურია 1500 ლარი, რომელიც გადახდილი უნდა იქნას არაუგვიანეს 2024 წლის 10 ოქტომბრისა.

ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, მოგვმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე blc@blc.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე