Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. "Global Benefits Group" ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათ- პარასკევი 09:30 - 18:30.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მართვა;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურობის ხელშეწყობა და გეგმების შესრულება;
** პოტენციური კლიენტების ბაზების მოძიება;
** პოტენციურ/ახალ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და მათთვის პროდუქტების პრეზენტაცია;
** ჯგუფის ფორმირებასა და თანამშრომელთა შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
** თანამშრომლების გუნდური მუშაობის მხარდაჭერა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა, გუნდის მართვა და სამუშაო პროცესის კოორდინაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში გაყიდვების მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office);
** ინგლისური ენის ფლობა;

უნარები:

** ეფექტური პრეზენტაციების, მოლაპარაკებების გამართვის უნარი
** მიზანდასახულობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** გუნდის მართვის უნარი

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გაცნობებთ, რომ "სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე