Робота для біженців з України
მოლარე-რეგისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: საზღვაო ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
სს "საზღვაო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე რეგისტრატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 102, ბ
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი (09:00 - 17:00); შაბათი - (10:00 - 13:00)

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, პაციენტების მიღება-რეგისტრაცია;
** პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების და ღირებულების შესახებ;
** პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში შეტანა.
** სალაროს დოკუმენტაციის წარმოება და დღის დახურვა სალაროში;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** სალაროს დღიური საბუთების ფორმირება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების სრული დაცვა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: ჩაითვლება უპირატესობად.

სავალდებულოა:

** უმაღლესი განათლება;ბაკალავრი
** ინგლისური, რუსული ენების ფლობა;

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: Maritime.hospital@mh.com.ge.

გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ "მოლარე რეგისტრატორი".

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 19 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე