Робота для біженців з України
პრომოუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: MS Holding
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
"MS holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, არასდროს გვავიწყდება, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედნი, ჩვენი გუნდის წევრები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა და გვჯერა, რომ გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად.

"MS Holding" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარულ ადამიანს პრომოუტერის პოზიციაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს:

** წინასწარ შეთანხმებულ ქსელურ ობიექტზე კომპანიის წარმომადგენლობა;
** მომხმარებლებისთვის კომუნიკაცია / პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვებზე მუდმივი ზრუნვა;
** პროდუქციისა და ფასმაჩვენებლების განლაგება დახლებზე სტანდარტების შესაბამისად/მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ინფორმაციის გაზიარება ობიექტის გაყიდვებსა თუ სხვა საჭიროებებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
** სასურველია საოფისე პროგრამების ფლობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: 11:00 - 20:00, ორი დღე დასვენება
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge.

გთხოვთ ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე