Робота для біженців з України
ღამის ტვირთების დამუშავების სპეციალისტი/კურიერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ტვირთების დამუშავების სპეციალისტი/კურიერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ექსპრესი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ტვირთების დამუშავების სპეციალისტის/კურიერის პოზიციაზე რუსთავში.

სამუშაო პირობები:

განაკვეთი: ნახევარი;
ანაზღაურება: 600 ან 800 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი ტვირთების გადაადგილება საწყობში და სხვა ისეთი ოპერაციები, როგორიც არის: დაცლა, დატვირთვა, დახარისხება, შეფუთვა, დაზედდებულება;
** პასუხისმგებელია ტვირთის საწყობში სწორად განლაგებაზე მარკირების მიხედვით;
** ტვირთის დაპალეტება და სასაწყობო ფართის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ოპტიმალური უტილიზაციის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა ზომის სატრანსპორტო საშუალებათა დაცლა და დატვირთვა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით;
** საწყობში შემომავალი გზავნილების გადაწონვა-გადაზომვა და გზავნილის შესახებ რეალურ მონაცემებს ოპერატორების გუნდისთვის გადაცემა;
** ტვირთების გარეგანი ინსპექტირება და ნებისმიერ შეუსაბამობას (დაზიანების, ვადის გასვლის, დანაკლისის, როგორც წონაში, ასევე, ადგილების რაოდენობაში) აღრიცხვა;
** გზავნილებზე დანათება შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის მეშვეობით;
** შვებულებაში მყოფი კურიერის ჩანაცვლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის.
** სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 30 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე