Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ამაგი 77
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
შპს "ამაგი 77" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** ხელფასებისა და ავანსების გადარიცხვა;
** სატრანსპორტო ინვოისებისა ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** მივლინებების პროგრამული აღრიცხვა და ანგარიშსწორება;
** საწვავის აღრიცხვა და კონტროლი;
** ყოველდღიური შესყიდვების წარმოება;
** თვიური მოგება-ზარალის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2-3 წელი;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ცოდნა;
** ორის მენეჯერთან მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა;
** სასურველია სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** დაკვირვებული
** პუნქტუალური
** ორგანიზებული
** გუნდური

ანაზღაურება: 2000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 09:00-17:00
ადგილმდებარეობა: კახეთის გზატკეცილი 101 (ეროვნული ბანკის მიმდებარედ)

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ ფოსტის მისამართზე: user.amagi77@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე