Робота для біженців з України
მძღოლ-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი მანქანის დადგენილი მარშრუტის მიხედვით მართვა (თბილისსა და რეგიონებში);
** პროდუქტის დატვირთვა-დაცლაში მონაწილეობა;
** პროდუქტის გადატანის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა და პროდუქტის სავაჭრო სახის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** ავტომანქანის მოძრაობის წესების მიხედვით უსაფრთხოდ მართვა და გადაზიდვის ნებისმიერი წინასწარ დადგენილი მიმართულებით დროულად განხორციელება;
** მინდობილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** მინდობილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობაზე მუდმივი მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
** საჭირო დოკუმენტაციის ზედმიწევნით ზუსტად შევსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სატვირთო ავტომობილის (3.5-18 ტონიანი) მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა (B და C კატეგორია);
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, გულწრფელობა, დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (სასურველია შეავსოთ ჩვენი სააპლიკაციო ფორმა (http://www.aversi.ge/online.php) ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე:

** ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** მართვის მოწმობის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები.

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576)
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 18.10.2024 წელი

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე