Робота для біженців з України
დისტანციური გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტანციური გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: www.imart.ge
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
ინტერნეტ მაღაზია "iMart.ge" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში, სათავო ოფისში.

თუ გსურთ, გახდეთ საქართველოს ბაზარზე ყველაზე დიდი, სანდო და კომფორტული ონლაინ სავაჭრო პლატფორმის - "iMart.ge"-ის გუნდის წევრი, რომელიც 10 წელზე მეტია ქართველი მომხმარებლის პატარ-პატარა ოცნებებს რეალობად აქცევს, გაეცანით ვაკანსიის პირობებს:

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 საათი, სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00) ან ჰიბრიდული გრაფიკი (3 დღე ოფისიდან მუშაობა, 3 დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა, 1 დღე დასვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი (თვეში საშუალოდ 1300-2000 ლარი)
ადგილმდებარეობა: თბილისი. აკაკი წერეთლის N116. ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", II სართ.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** ყოველთვიურ, გამომუშავებით ბონუსს (საშუალოდ, 500-1500 ლარი);
** ჯანსაღ კონკურენციას, პერსონალურ საჩუქრებსა და აღიარებას თვის საუკეთესო შედეგების მქონე თანამშრომლებისთვის;
** პროფესიული ტრენინგებისა და მასტერკლასების სრულ დაფინანსებას საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან აკადემიებსა და უნივერსიტეტებში;
** ექსკლუზიურ, უპრეცედენტო ფასს ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე წარმოდგენილი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე;
** ულიმიტო სასაუბრო დროს;
** პოზიციური და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.

სამუშაო აღწერილობა:

** ვებგვერდისა და სოციალური არხების მეშვეობით შემოსული ლიდების დამუშავება;
** სატელეფონო კომუნიკაციის გზით მომხმარებლებთან შეკვეთის დეტალების გადამოწმება და კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდება კომპანიის სიახლეების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების პირობების შესახებ;
** მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან პერიოდული უკუკავშირი და პროდუქტის ათვისებისთვის საჭირო პროცედურულ საკითხებში, მათ შორის, ონლაინ განვადების შევსებაში დახმარება;
** შესაბამის სისტემაში მომხმარებელთა კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის/შეკვეთის დეტალების შეყვანა/გაახლება;
** როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა და შესაბამისი ცვლილებების ინიციირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომხმარებლებთან ურთიერთობის ან/და გაყიდვების სფეროში მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საქმის ვადებში შესრულების უნარი;
** სასურველია, უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე - career@imart.ge 2024 წლის 18 ოქტომბრამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: დისტანციური გაყიდვების მენეჯერი.

iMart.ge გისურვებთ წარმატებებს!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ნანოტეკის" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაში მითითებულ ან სხვა პოზიციაზე.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ რეკვიზიტებზე: career@imart.ge/032 2 100 300
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე