Робота для біженців з України
დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: აგროლაბი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
ხილისა და ბოსტნეულის მიმწოდებელი კომპანია "აგროლაბი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

დამატებითი დეტალები:

** ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
** გრაფიკი: 08:00 საათიდან 15:00 საათამდე. (გამონაკლის შემთხვევებში 07:00 საათიდან - 14:00 საათამდე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების გამზადება წინასწარ გაწერილი რაოდენობების, პოზიციებისა და კომპანიების მიხედვით;
** წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის გადატვირთვა;
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** კომპანიის ანგარიშზე დღის ბოლოს ნაღდი ფულის შეტანა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიულად მუშაობის უნარი.

აუცილებელია აპლიკანტი აკმაყოფილებდეს სადაზღვევო კომპანიის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს:

** მართვის მოწმობა B კატეგორია; (მექანიკა)
** ავტომობილის მართვის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@pfg.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: დისტრიბუტორი.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე