Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ე-ბილდვეი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
კომპანია "ე-ბილდვეი" სამშენებლო ტექნიკის და მასალების იმპორტიორია, რომლის რეალიზაციას ახდენს მთელ ამიერკავკასიაში.
კომპანია 2023 წლიდან ოფიციალური დილერია Potain-ის ბრენდის კოშკურა ამწის, რომელიც უკონკურენტო ლიდერია მსოფლიო ბაზარზე კოშკურა ამწეების მრავალრიცხოვანი ასორტიმენტით, პრემიუმ ხარისხით, საიმედოობით, უსაფრთხოებითა და ინოვაციურობით.

კომპანია "ე-ბილდვეი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისად;
** ყოველთვიური ფინანსური ანალიზის მომზადება ;
** იმპორტირებული პროდუქციის მიღებისთვის საჭირო საბუღალტრო ოპერაციების განხორციელება, საბაჟო პროცედურაში მხარდაჭერა;
** საბაჟო დოკუმენტაციის სისწორის მონიტორინგი;
** პროგრამაში საჭირო რეპორტების აწყობა;
** ყოველთვიურად თანამშრომლებისთვის სახელფასო ცხრილის აწყობა და ანაზღაურების ჩარიცხვა;
** სასაქონლო ზედნადებების პროგრამულად ასახვა, დაარქივება;
** საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა შესაბამისი დავალებების მიხედვით;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენა/მიღება, დამუშავება, აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** დაკისრებული მოვალეობების დროული და კვალიფიციური შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** MS Office-ის და ექსელის კარგი ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების (ეფემჯი) ცოდნა და მუშაობის უნარი, სასურველია.

სამუშაო პირობები:

** ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი;
** ხელფასი 3000 ლარი (ხელზე ასაღები).

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: HR@Buildway.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე