Робота для біженців з України
მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: სერვის ისტ საქართველო
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
"Service East Georgia LLC" გახლავთ საქართველოში დაფუძნებული ქართულ-გერმანული კომპანია, რომელიც გახლავთ რეგიონული ლიდერი მაღალი წარმადობის ინდუსტრიული დანადგარებისა და საწარმოო-ჩამომსხმელი ხაზების ინსტალირების, შეკეთების, მოდიფიკაციისა და ოპტიმიზაციის სფეროებში.

ჩვენი გუნდი შედგება როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მექანიკოსებისგან, ელექტრიკოსებისგან, წარმოების ტექნოლოგებისა და პროგრამისტებისგან. კომპანია საკუთარ სერვისებს უწევს ინდუსტრიის გლობალურ ლიდერ გერმანულ "კრონეს", "კოკა-კოლა გლობალს", "ნესტლეს", "პეპსიკოს" და სხვა.

სერვისების გაწევა ხდება ჩამომსხმელი და საწარმოო ხაზებისთვის შემდეგი კატეგორიებით: მინერალური და გაზიანი წყლების ჩამომსხმელი ხაზები, ალკოჰოლური სასმელების ჩამომსხმელი ხაზები, რძის პროდუქტების საწარმოო ხაზები, ზეთის საწარმოო ხაზები, თამბაქოს საწარმოო ხაზები, ფარმაცევტული და ქიმიური წარმოების ხაზები და სხვა.

კომპანიას ესაჭიროება თანამშრომელი მექანიკოსის პოზიციაზე, შემდეგი მოთხოვნებით:

** განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია) ტექნიკური მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება: 1 და მეტ წლიანი სამუშაო გამოცდილება ევროპული ჩამომსხმელი და საწარმოო ხაზების მექანიკური შეკეთების, აწყობის, ოპტიმიზაციისა და მოდიფიკაციის მიმართულებით. პრიორიტეტული გახლავთ თხევადი აგრეგატების ჩამომსხმელ ხაზებთან მუშაობის გამოცდილება (მათ შორის მინერალური და გაზიანი წყლის, ლუდისა და სხვა ჩამომსხმელი ხაზები).
** ინგლისური ან/და რუსული ენის ფლობა; ინფორმაციის ათვისების უნარი.
** მზაობა მუდმივი რელოკაციისთვის: კომპანია სერვისებს უწევს სხვადასხვა საწარმოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან სამუშაო მივლინებისთვის საჭირო ყველა ფინანსური და ტექნიკური კომპონენტით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილი არ არის ფიქსირებული და დამოკიდებული სერვისის შეკვეთის ლოკაციაზე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებული ყოველთვიური ხელზე ასაღები ანაზღაურება (გამოცდილების მიხედვით) 3, 000 - 8, 000 ლარი;
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პლატინიუმ პაკეტი
** ლეპტოპი, ტელეფონი, სატელეფონო ბალანსი და სხვა ბენეფიტები
** სამუშაო აღჭურვილობა მთელი წლისთვის
** სამუშაო მივლინების, ფრენისა და სხვა ყველა ხარჯის დაფარვა მაქსიმალური ტარიფით;
** გადამზადება და სერტიფიცირება გერმანიის ბაზაზე კომპანიის ხარჯებით;
** კარიერული ზრდის, ბონუსებისა და ხელფასის ზრდის შესაძლებლობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: jobs.sege@gmail.com

აგრეთვე ეწვიეთ ვებგვერდს: https://service-east.com/#about

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე