Робота для біженців з України
სამუშაო - ტრენინგი ჰორეკა ინდუსტრიაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაო - ტრენინგი ჰორეკა ინდუსტრიაში
მომწოდებელი: კაზინო აჭარა
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
"კაზინო აჭარა" გიწვევთ ჰორეკა ინდუსტრიით დაინტერესებულ, მოტივირებულ პირებს სამუშაო - ტრენინგზე. ჩვენ გთავაზობთ უფასო ტრენინგს და სამსახურს ხელზე ასაღები ხელფასით 1450 ლარიდან.

ტრენინგს გაუძღვება "F&B" ექსპერტი საფრანგეთიდან, კაზინო აჭარის სურსათისა და სასმელების დეპარტამენტის დირექტორი ოლივერ ლემეღი.

პრაქტიკული ტრენინგი მოიცავს შემდეგს:

** მიმტანის კურსი;
** უმცროსი ბარმენის კურსი;
** დამწყები სომელიეს კურსი;
** რესტორნის მართვის კურსი;
** კლიენტთა მომსახურების კურსი.

6 თვიანი სამუშაო - ტრენინგის წარმატებით დასრულებისას თქვენ გექნებათ ცოდნა და გამოცდილება, შექმნათ და დანერგოთ ეფექტური და თანმიმდევრული ქცევის სტანდარტები ჰორეკა ბიზნესში და მიიღოთ საკვებისა და სასმელების დეპარტამენტის სერტიფიკატი.

გადადგით პირველი პროფესიული ნაბიჯები კაზინო აჭარასთან ერთად!

ჩვენ გვიყვარს გამოცდილების გაზიარება, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს ისწავლონ, განვითარდნენ და გახდნენ ნამდვილი პროფესიონალები.

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@casinoadjara.com და სათაურის ველში მიუთითოთ სამუშაო - ტრენინგი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე