Робота для біженців з України
ონლაინ გაყიდვების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ გაყიდვების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი - შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

შპს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

მისამართი - თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი
სამუშაო საათები - 09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ონლაინ გაყიდვის არხების მართვა, გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მათ განვითარებაზე ზრუნვა - ონლაინ გაყიდვები და სავაჭრო ობიექტები;
** ონლაინ გაყიდვებთან დაკავშირებული შეკვეთების მიღება სავაჭრო ობიექტებიდან;
** ონლაინ გაყიდვის არხებში კომპანიის პროდუქციის სწორად წარმოდგენის კონტროლი
** სამიზნე ბაზრებზე ბიზნესის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ანგარიში. შემოსავლის, მომგებიანობის და გაყიდვების ზრდა;
** სამიზნე გაყიდვის არხებში კომპანიის წილის გაზრდა და ბიზნესის განვითარების ახალი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება;
** გაყიდვების რეგულარული, დეტალური ანალიზი გასაყიდი არხების მიხედვით და ამ ანალიზზე დაფუძნებით კონსტრუქციული ქმედებების განხორციელება გაყიდვების ოპტიმიზაციისთვის და ხელმძღვანელობასთან რეკომენდაციების წარდგენა;
** პროდუქციის უკან დაბრუნების კონტროლი და მონიტორინგი
** ონლაინ გაყიდვების წლიური ბიუჯეტის შექმნაში მონაწილეობის მიღება და ხარჯების მართვის კონტროლი ბიუჯეტთან შესაბამისობაში;
** კონტრ-აგენტებთან ურთიერთობის იურიდიული საკითხების კონტროლი, რაც გულისხმობს კონტრაქტების გაფორმებას სასურველი კომერციული პირობებით და შემდგომ ამ კონტრაქტების აღსრულებას;
** დებიტორების დატაბაზის კონტროლი და დავალიანებების დროულად დაფარვაზე ზრუნვა;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ბაზრის ანალიზი, ბაზრის ცვლილებების კონტროლი და მათი შესწავლა;
** ხელმძღვანელობისათვის გაყიდვების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ დროული უკუკავშირის მიწოდება;
** ხელმძღვანელობის მიერ დავალებული ნებისმიერი სხვა დავალების შესრულება თანამშრომლის კვალიფიკაციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების განხრით.
** აუცილებელია გაყიდვების და/ან მარკეტინგის სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება ონლაინ ვაჭრობის სფეროში სამუშაო გამოცდილება.
** ინგლისური ენის კარგად ფლობა,
** MS Excel-ის ძალიან კარგად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პოზიტიური და ენერგიული;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებული;
** ინიციატივიანი.

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამშრომლის წილ საპენსიო შენატანს (2%) ფარავს კომპანია;
** დაზღვევა;
** ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე;
** პერიოდული საჩუქრები და სხვადასხვა აქტივობები კომპანიისგან.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე