Робота для біженців з України
ბელმენი/მებარგული - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბელმენი/მებარგული
მომწოდებელი: სასტუმრო Grand Gloria
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
სასტუმრო "გრანდ გლორია" აცხადებს ვაკანსიას ბელმენის (მებარგულის) პოზიციაზე.

"გრანდ გლორია" გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.

https://grandgloria.ge/georgian/home
https://www.facebook.com/GrandGloriaHotel
https://www.instagram.com/thegrandgloriahotel/

2021 წელს იგი დასახელდა ბათუმის საუკეთესო ზღვისპირა 5 ვარსკვლავიან სასტუმროდ Global Tourism Awards-ის მიერ.

მიმდინარე 2023 წელს ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე Welcome to Georgia! National Tourism Awards სასტუმრო გრანდ გლორია გახდა გამარჯვებული კატეგორიაში -" საქართველოს წამყვანი მდიდრული სასტუმრო 2023 ".

ასევე, მიმდინარე 2023 წელს World Travel Award-ის დაჯილდოებაზე სასტუმრო გრანდ გლორია გახდა გამარჯვებული კატეგორიაში "საქართველოს წამყვანი სასტუმრო 2023: საპრეზიდენტო ლუქსი".

სასტუმრო უკვე 5 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ჩვენი გუნდი აერთიანებს 150-მდე პროფესიონალს.

მდებარეობა: ბათუმი, შ. ხიმშიაშვილი 22
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო დრო: 5/2

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

მოვალეობები:

** მიესალმოს სტუმრებს, შეიტანოს მათი ბარგი სასტუმროში და მიაცილოს ისინი სასტუმროს ოთახამდე;
** გააცნოს სტუმრებს სასტუმროს წესები, აუხსნას სასტუმროს კუთვნილი აღჭურვილობის გამოყენება და ოთახების თავისებურებები;
** უზრუნველყოს ტრანსპორტი სტუმრებისთვის;
** უზრუნველყოს ჩამოსული/მიმავალი სტუმრების ბარგის მოკლე ან გრძელი ვადით სათანადოდ შენახვა;
** დაცვის სამსახურს აცნობოს ნებისმიერი უყურადღებოდ მიტოვებული ბარგის შესახებ;
** შეასრულოს სხვა მოვალეობები ფრონტ ოფისის მენეჯერის დავალებით.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@grandgloria.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე