Робота для біженців з України
ექიმი პედიატრი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი პედიატრი
მომწოდებელი: იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრ. საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
"მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას ექიმი პედიატრის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლიუბლიანას #13 / ჭიაურელის 6;

სამუშო განყოფილება და გრაფიკი:

ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში ექიმი პედიატრის პოზიციაზე, გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5 დღე, 16 ან 24 სთ მორიგეობა;

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ქვეყანაში არსებული ეროვნული პროტოკოლების და გაიდლაინების შესაბამისად;
** პროფესიული საქმიანობისას, ქვეყანაში და კომპანიაში აღიარებული სამედიცინო მომსახურებისა და ეთიკური წესების მაღალი სტანდარტებით დაცვის უზრუნველყოფა;
** პაციენტზე ორიენტირებული უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებაზე ზრუნვა;
** სამედიცინო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა/აღსრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი პედიატრის სპეციალობით;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 01 ოქტომბერი, 2024

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ Phartsvanian@vian.health. აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდით. ტელ: +995 577 550 548

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე