Робота для біженців з України
კვლევის ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვლევის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ეისითი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
კვლევისა და მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია "ეისითი" ეძებს შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების მქონე თანამშრომელს მარკეტინგული კვლევის ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელიც შემოუერთდება მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს საუკეთესო შედეგების მიღწევის პროცესში.

როგორც მარკეტინგული კვლევის ანალიტიკოსი, შენი მთავრი მიზანი იქნება ეისითის კლიენტ ორგანიზაციებს მიაწოდო ინსაიტები ბაზრის ტენდენციების, კონკურენციის, მომხმარებელთა ქცევისა და დამოკიდებულებების შესახებ, თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გზით. ანალიტიკოსმა უნდა შეძლოს კლიენტის ბიზნეს-ამოცანების გარდაქმნა კვლევის ამოცანებად, შეიმუშაოს კვლევის დიზაინი, ინსტრუმენტები და შექმნას ანალიტიკური ანგარიში. კვლევის ანალიტიკოსი კლიენტებს მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მათი კომპანიების განვითარებაში.

პოზიცია: კვლევის ანალიტიკოსი
გუნდი: მარკეტინგული კვლევების მიმართულება
სახელფასო განაკვეთი: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
ბენეფიტები: ჰიბრიდული სამუშაო გარემო, ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება, განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენა და განხორციელებაში ორგანიზაციული წვლილის შეტანა (სამუშაოსთვის საჭირო უნარებისა და ცოდნების გაუმჯობესება), სოციალური აქტივობები.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი, #4
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 1 სთ შესვენებით)

რისი გაკეთება მომიწევს?

კლიენტებთან ურთიერთობა:

** კლიენტებთან მჭიდრო თანამუშაობა, რათა გაიგოთ მათი ბიზნეს-ამოცანები და კვლევის მოთხოვნები;
** კლიენტის მოთხოვნებზე მორგებული კვლევის წინადადებების გაწერა, რომელიც მოიცავს კვლევის დიზაინს, მეთოდოლოგიას და ვადებს.

კვლევის პროექტების მართვა:

** ისეთი თვისებრივი კვლევითი პროექტების მართვა, როგორიცაა ფოკუს ჯგუფები, სიღრმისეული ინტერვიუები და ეთნოგრაფიული კვლევები;
** ისეთი რაოდენობრივი კვლევების მართვა, როგორიცაა სატელეფონო, ონლაინ, პირისპირ გამოკითხვები;
** პროექტული გუნდის წევრების (შიდა გუნდები - სტატისტიკოსები, საველე სამუშაოების მენეჯერები, სხვ) ინფორმირება და კოორდინაცია კვლევის შეუფერხებლად ჩატარებისთვის;
** პროექტის ხარისხიანი შესრულება დათქმულ ვადებსა და ბიუჯეტში.

კვლევის პროექტების განხორციელება და ანალიტიკა:

** კლიენტის ამოცანების გათვალისწინებით, კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება;
** თვისებრივი მონაცემების ანალიზი, სამომხმარებლო ქცევის, დამოკიდებულებებისა და მოტივაციების შესახებ სიღრმისეული ინსაიტების გენერირებისთვის;
** სტატისტიკური მონაცემების გარჩევა და ანალიზი, ძირითადი სამომხმარებლო ტენდენციების აღწერისა და ახსნისთვის;
** მეორადი მონაცემების კვლევა სხვადასხვა ხელმისაწვდომი წყაროებიდან, რითიც მოხდება კვლევის პირველადი მონაცემების შევსება და/ან კონტექსტის უკეთ გაგება.

ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება:

** კვლევის შედეგების დეტალური ანგარიშის მომზადება, ისე რომ იყოს მარტივად აღსაქმელი და ზუსტად პასუხობდეს კლიენტის ამოცანებს;
** კვლევის შედეგების ვიზუალიზაცია კლიენტისთვის სასურველ (მარტივად აღქმად) ფორმატში;
** კვლევის მთავარი ინსაიტებისა და სტრატეგიული რეკომენდაციების მომზადება პრეზენტაციის სახით და მათი კლიენტთან წარდგენა;
** კლიენტის მხარდაჭერა კვლევის ინსაიტების საფუძველზე სტრატეგიული ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღებაში;

რა ცოდნა და გამოცდილება მჭირდება?

** მარკეტინგი, სოციოლოგია, ფსიქოლოგია ან ბიზნეს ადმინისტრირება (BA)
** პროექტის მართვის პრინციპების ცოდნა
** კვლევის მეთოდოლოგიების ცოდნა
** თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (C1)
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგული/სოციოლოგიური კვლევების ან მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით.

რა უნარები დამეხმარება ჩემი სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში?

** ანალიტიკური აზროვნება
** გამართულად წერის უნარი
** პრეზენტაციის მომზადების/ჩატარების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პროექტების მართვის უნარი

ეისითი კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 30 -ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.act-global.com

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2024 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე და არა რასის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის იდენტურობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში.

გაცნობებთ, რომ შპს "ეისითი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია
კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ ზემოთ მოცემულ მეილზე.

გისურვებ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე