Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: Digital Institute
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
"დიჯიტალ ინსტიტუტი" აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში წამყვანი პროგრამირების აკადემიაა, რომელიც სოფტვეარ დეველოპმენტის სწავლებისადმი პრაქტიკული მიდგომით გამოირჩევა. სასწავლო პროგრამები შემუშავებულია დამფუძნებლების მიერ, რომლებსაც ნამუშევარი აქვთ ისეთ გამორჩეულ ორგანიზაციებში როგორიცაა McKinsey & Company London, Ford Motor Company, Bank of Georgia, Y Combinator-ის წევრი ტექ კომპანია და დამთავრებული აქვთ University of Cambridge ინჟინერიის მიმართულებით. ამასთანავე დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიცირებული ლექტორებისგან, რომლებსაც ნამუშევარი აქვთ Tesla, Microsoft, Toptal და სხვა საერთაშორისო კომპანიებში.

ამჟამად, ვაცხადებთ ვაკანსიას Content Creator-ის პოზიციაზე. შენ იქნები ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, რომელიც ქმნის საუკეთესო პროდუქტს ციფრული განათლების მიმართულებით.

გაიგე მეტი ჩვენზე: https://www.digitalinstitute.ge/

გრაფიკი: Full-time, Hybrid/On-site
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სარეკლამო/მარკეტინგული აქტივობის დაგეგმვასა და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება;
** CopyWriting (Facebook, Instagram, TikTok);
** ვიდეო-ტექსტების შემუშავება;
** ვიდეოების გადაღებაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველკვირეული რეპორტინგის ჩაბარება;
** არსებულ მარკეტინგის გუნდთან ყოველდღიური კომუნიკაცია;

სავალდებულო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ფლობა;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კონტენტ კრეატორის პოზიციაზე;

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

თუ დაგაინტერესა ჩვენთან მუშობის შესაძლებლობამ, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელფოსტაზე: talent@digitalinstitute.ge და სათაურის ველში მიუთითე დასახელება "Content Creator".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე